ახალი ამბები

თელავში პროექტის “ევროპა ჩემოდანში” განხორციელება მიმდინარეობს

როგორც knews.ge-ს პროექტის ერთ-ერთმა სპიკერმა ნანა კალანდრიშვილმა განუცხადა, ფონდის საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თანამედროვე დემოკრატიებად გარდაქმნა, რომლებსაც საბაზრო ეკონომიკისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე აგებული სისტემები ექნებათ. შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო/სამხრეთ კავკასიის ეროვნული და უსაფრთხოების საკითხები, ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. 

“პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ რვა ახალგაზრდა პოლიტიკური ექსპერტი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა და ხორვატია. ისინი შხვედრებს მართავენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ისე სტუდენტებთან და სამთავრობო სექტორთან. შეხვედრაზე ყველაზე მეტად აქტუალურია საქართვეოს დღევანდელი მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები, საქართველო/სამხრეთ კავკასიის მთავარი გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვა-სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კარიბჭე აღმოსავლეთ ევროპისათვის, რამდენად უზრუნველყოფს ნატო-ს წევრობა გრძელვადიან უსაფრთხოებას, 2016 წლის ევროპის დიდი გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები”, – განაცხადა ნანა კალანდრიშვილმა

ფრიდრიხ ნაუმის ფონდი თავისუფლებისთვის 2003 წლიდან საქმიანობს სამხრეთ კავკასიაში. 2002 წლიდან ფონდმა სომხეთსა და საქართველოში დაიწყო მუშაობა.