ახალი ამბები

გურჯაანში ნაგავსაყრელი დაიხურა

პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ მიერ შემუშავებული გურჯაანის ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის მიზანს წარმოადგენდა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანდა ნაგავსაყრელის უარყოფით ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

,,საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში შემუშავებული ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის მიხედვით, დაჭაობებულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ სტანდარტების შესაბამისად დახურა. ნაგავსაყრელი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული, არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტს. ცნობილია, რომ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენები სისტემატურად იწვოდა”–განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, დახურული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო–სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენება აღარ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენი თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ნაწილდება.