ლაგოდეხის გამგებელი დეპუტატობის კანდიდატისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას თხოვს
ჯამბურია მჭედლიძეს ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. Knews.ge უცვლელად გთავაზობთ კახა ჯამბურიას სპეციალურ მიმართვას ვახტანგ მჭედლიძისადმი.
“მე მინდა, გამოვეხმაურო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებას, რომელიც ბატონმა ვახტანგ მჭედლიძემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. მჭედლიძის განცხადება, თითქის და 2 წლის წინ ლაგოდეხის ტერიტორიაზე არსებული მილები მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკუთარი სარგებლობისთვის გაასხვისა, სიმრთლეს არ შეესაბამება და მორიგ სიცრუეს წარმოადგენს. მინდა, მჭედლიძეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ნუ შეეცდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და არარსებული ფაქტების გამოყენებით საარჩენო ხმების მოპოვებას. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი მჭედლიძე სიცრუის ტირაჟირებას და ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს. მიმდინარე წლის დასაწყისში მჭედლიძემ გაზეთ “ვერსიასთან” განაცხადა, რომ მისი როგორც ბიზნესმენის ინტერესები, გარკვეული ინვესტიცია განეხორციელებინა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თითქოს და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ე.წ „ ბიზნეს წილების“ მოთხოვნის გამო ვერ განხორციელა. ეს არის სიცროე, რომლის გაგრძელებას, როგორც ჩანს, მჭედლიძე და მისი პარტია კვლავ აპირებს. მოვუწოდებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარ კანდიდატს, დასახელოს ყველა ის პირი, ვინ გაასხვისა უკანონოდ მუნიციპალიტეტიში არსებული ქონება და ასევე ვინ ითხოვდა მისგან ე.წ „ბიზნეს წილებს“, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ეყოს გონიერება და საჯარო ბოდიში მოუხდოს საზოგადოებას, რომელიც შეცდომაში შეჰყავს”.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ მჭედლიძემ გუშინ ერთ–ერთ სატელევიზიო გადაცემაში ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია წყლის მილების მითვისებაში დაადანაშაულა.
,,რომელ ჯართში ჩააბარეს 2 წლის ამოღებული მილები? რომელიშიც გადაიხადეს 75 ლარი, 2 წელიწადში გამოცვალეს და ჩაანაცვლეს 20 ლარიანი მილებით. ფული გააკეთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა. ალბათ, გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს ატყუბდნენ, რომ მილები ჯართში ჩააბარა”, – განაცხადა მჭედლიძემ.