კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს.
სსსტც “დელტას” მიერ სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მშენებლობის ფარგლებში, სარაკეტო- საცეცხლე წერტილები სეტყვის საწინაღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტებია, სულ კახეთის მასშტაბით 83 ერთეული ასეთი წერტილი მოეწყობა.
