C ჰეპატიტის პროექტზე ხელშეკრულება აპრილში გაფორმდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება აპრილში გაფორმდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, საქართველოს დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდა, შემოიტანოს ახალი თაობის, კომბინირებული პრეპარატი “ჰარვონი”, რომელშიც “სოფოსბუვირთან” ერთად კიდევ ერთი ანტივირუსული პრეპარატი, “ლედიპასვირიც” შედის.
“დავიწყებთ “სოფოსბუვირით” და შემდგომ ეტაპზე ბევრად გაუმჯობესებული, სრულიად ახალი თაობის მედიკამენტის მიწოდება შეგვეძლება მოსახლეობისთვის. მემორანდუმს ხელი მოეწრება აპრილში და ხელმოწერიდან პრაქტიკულად რამდენიმე დღის შემდეგ ამ მედიკამენტების პირველი პარტია შემოვა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, მედიკამენტს პირველ რიგში მძიმე პაციენტები მიიღებენ. რაც შეეხება მედიკამენტის ღორებულებას, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პრეპარატი “თვით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაც კი უკიდურესად მიწვდომადი იქნება”.