სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში რესურს ოთახი გაიხსნა
პროექტის კოორდინატორის განცხადებით, მსგავსი ოთახების მოწყობა თელავის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებშიც იგეგმება: ,,გარდა თელავისა, ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლაში კეთილმოეწყო და აღიჭურვა რესურს ოთახები სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმენლად სასიცოცხლოდ აუცილებელია მსგავსი სასწავლო ოთახების არსებობა,“ – აცხადებს ჯულია ძამუკაშვილი.