ენისელში ავტოსაგზაო შემთხვევას მოხუცი ქალი ემსხვერპლა
როგორც ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს ინფორმაციას, “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფი ოთხი მგზავრიდან, მოხუცებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. სამი მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით ავტასაგზაო შემთხვევის მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.