სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი 2.38 ლარი ღირს
სავალუტო ჯიხურებში დოლარის შესაძენი ფასი 2.32 დან 2.38 ლარამდე მერყეობს. მონაცემები გუშინდელის მსგავსია და დღეს სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვის კურსი ფაქტობრივად არ შეცვლილა. სავალუტო ჯიხურების ნაწილში აცხადებენ, რომ ვალუტის გადამცვლელთა აქტივობა შედარებით მცირედით, თუმცა მომატებულია. მათივე ინფორმაციით, მოთხოვნა ლარსა და დოლარზე თითქმის თანაბარია.