კურორტი ,,ახტალა” და ღვინის ქარხნები შპს „გრუზვინპრომი“ და „აკურა“ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასახულია გეგმები, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, რათა დაბალანსდეს სავალუტო დისბალანსი და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოსწორდეს სიტუაცია.
“წარვადგინეთ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით უკვე გამოითქვა სურვილი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ინვესტიციები. მარტო ამ ობიექტებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი-სამი თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას. ამას გარდა, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისადმი და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტების, რომელიც ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.