კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საცეცხლე წერტილების მოწყობა მიმდინარეობს
შემდგომ ეტაპზე საცეცხლე წერტილებზე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები დამონტაჟდება. პარალელურად “დელტას” საწარმოებში სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების დამზადება მიმდინარეობს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება. სისტემის მოწყობას სსსტც “დელტა” საქართველოს მთავრობის დაკვეთით ახორციელებს.