ერთი დოლარის ღირებულება 2.2451 ლარი გახდა
3 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2451 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2437 ლარს შეადგენდა.
Read More3 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2451 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2437 ლარს შეადგენდა.
Read MoreKnews.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიგია მექუდიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ფეხი დაუცურდა და მდინარე ალაზანში ჩავარდა. ახმეტაში მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
Read Moreდღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ცხედართა ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე დაკრძალეს.
Read Moreკახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით, გუბერნია თელავში მცხოვრებ 7 აუტისტ ბავშვს დააფინანსებს. მისი თქმით, საჭირო საბუთების წარმოდგენის შემდეგ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ბავშვებს სრულფასოვანი განათლების მიღებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება.
Read Moreახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მცხოვრები თენგიზ ქავთარაშვილი სოციალურ დახმარებას კვლავ ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებამ ქავთარაშვილს სახელწმიფო შემწეობა 2014 წლის მაისში მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მან ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური სახლის მშენებლობის ნებართვას არ აძლევს.
Read Moreევროკავშირის 3 წუთიანი ფილმების ფესტივალი 2015 დაიწყო. კონკურსის მთავარი პირობას 3 წუთიანი ფილმის გადაღება წარმოადგენს ევროკავშირის პროექტების შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
Read Moreთელავში, ხვალ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კონფერენციას გამართავს თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მინისტრთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოლაშვილი და თელავის მერი, პლატონ კალმახელიძე.
Read Moreგარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბზა დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება.
Read More“ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” – ნუსხური, მხედრული და ასომთავრული დამწერლობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდში აცხადებენ, რომ იუნესკო ორწლიან ვადაში განიხილავს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხს.
Read Moreსაქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებამ საბაჟო და სატარიფო გადასახადები მოხსნა. თუმცა, არსებობს გადასახადი, რომელიც ევროკავშირში “შესვლის ფასის“ სახელით არის ცნობილი და რომელიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად პროდუქციის შეტანის შესაძლებლობას არ აძლევს.
Read More