ახალი ამბები

კახეთის გუბერნია 7 აუტისტ ბავშვს დააფინანსებს

,,მივიღე გადაწყვეტილება, რომ 7 ბავშვს დავეხმარო იმისთვის, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ და იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სათანადო დოკუმენტაციას წარმოადგენენ. დავპირდი მათ, რომ გადავცემთ საჭირო ინვენტარს და სრულფასოვან კომპლექტს,’’– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამამ და World Vision-მა აუტიზმის დღესთან დაკავშირებით პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 
,,ქალაქ თელავის ცენტრში World Vision-ის ინიციატივით ლურჯად განათებული შენობის ფონზე მცირე აქცია გამართა, რომელსაც შემოუერთდა გუბერნატორი. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გუბერნატორს შორის ინფორმაციის გაცვლით და ვიდეო ჩვენებით დამთავრდა. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ უწყება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,’’– განაცხადა ნანა ათუაშვილმა.