ახალი ამბები

მდინარე ალაზანში 45 წლის მამაკაცს ეძებენ

45 წლამდე ასაკის მამაკაცი, გიგია მექუდიშვილი მდინარე ალაზანმა გაიტაცა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში გუშინ, გვიან ღამე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გიგია მექუდიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. 
„ალაზანი ადიდებული იყო. ბიძაჩემი ნასვამი იყო. რაღაც მომენტში თავი ვერ შეიკავა და მდინარე ჩავარდა. თვითმხილველებს დაუნახავთ, რომ მდინარეს მიჰქონდა. დიდი შანსია, რომ წუხანდელი ჩავარდნილი ცოცხალი აღარ იყოს. ნეტა ცოცხალი იპოვონ“, – განუცხადა Knews.ge-ს გიგია მექუდიშვილის ძმისშვილმა, ნათია მექუდიშვილმა. 
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მყვინთავები  მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.