ახალი ამბები

ერთი დოლარის ღირებულება 2.2451 ლარი გახდა

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 3 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2451 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2437 ლარს შეადგენდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის შესაძენი ფასი 2.25-დან 2.26 ლარამდე მერყეობს. ამასთან, ვალუტის გადამცვლელ სხვადასხვა ჯიხურში დოლარს 2.23- 2.24 ლარად იბარებენ. 
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 3 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4292 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4156 ლარს შეადგენდა.