შესაძლოა, იუნესკომ ქართული ანბანის სამ სახეობას მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭოს
უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, მაშინ საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბარად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება.
2008 წლის 18 მარტს საქართველომ “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციას ” ხელი მოაწერა. მას შემდეგ, 2008 წელს, მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ “ქართულ პოლიფონიურ სიმღერას” და შემდგომ, 2013 წელს, “ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს” მიენიჭა.


