ახალი ამბები

ახალი ამბები

“ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

“ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილებები ხორციელდება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, გაიმიჯნა ვაზის სამეწარმეო ჯიშები და მათი კლასიფიკაცია; შეიცვალა “მევენახეობის ზონების და ქვეზონების ჩამონათვალი”, სადაც მევენახეობის თითოეულ ისტორიულ ადგილს ეწოდა ზონა, მიუხედავად მათი ფართობისა; 

Read More
ახალი ამბები

რა მოუტანა თელავს ორად გაყოფამ – რეფორმის შედეგი

თელავის ორად გაყოფის პროცესი ადგილობრივი  თვითმმართველობის რეფორმის შედეგად  გასულ წელს დაიწყო და თელავის მუნიციპალიტეტის ქონებისა და ბიუჯეტის განცალკევებით დასრულდა, თუმცა ქალაქსა და თემს შორის საზღვრების დადგენის პროცესი ჯერ კიდევ  მიმდინარეობს. ქალაქ თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საერთო ჯამში 15 მილიონს აჭარბებს.  ექსპერტები ყურადღებას ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ოპტიმიზაციის ცვლილებების გატარებაზე ამახვილებენ, რომელმაც თელავში მაცხოვრებელთა კეთილდღეობას უნდა შეუწყოს ხელი. რა კონკრეტული შედეგები მოიტანა თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თელავის ორად გაყოფამ, წაიკითხეთ მაკა ხაზიურის რეპორტაჟი. 

Read More
ახალი ამბები

კახეთში 20 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი იქნება

კახეთი რეგიონში 20 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, რომ 20 ივნისის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში, საღამოსა და ღამის საათებში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.

Read More
ახალი ამბები

თელავში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 21 პირს სტანდარტული ეტლები გადაეცა. შშმ პირებს ეტლები გადასცა საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის”, რომელიც თელავის ადგილობრივ თვითმმართველობასთან აღნიშნული კუთხით 2010 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

Read More
ახალი ამბები

სტიქიის დროს გარდაცვლილი ნატო ინაშვილი ყვარელში გადაასვენეს

სტიქიის დროს გარდაცვლილი 42 წლის ნატო ნინაშვილი, მშობლიურ სოფელში, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს. ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი ლაგუნა ვერეს თანამშრომელი იყო.

Read More
ახალი ამბები

თელავში მაწანწალა ძაღლები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან

თელავში მაწანწალა ძაღლების პრობლემა გამწვავდა. მომრავლებული ცხოველები მოსახლეობას უქმნიან პრობლემებს და მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილებაში უშლიან ხელს. 

Read More
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი- ყვარელში მეწყერული აქტივობა გეოლოგებმა შეისწავლეს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყვარელში მეწყერული აქტივობა გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს და მათი დასკვნით ამ ეტაპზე სტიქიური მოვლენების საშიშროება არ არსებობს. 

Read More
ახალი ამბები

თელავიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

გაზეთ „კახეთის ხმისა“ და თელავის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია ჩატარდა. 

Read More
ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო – დურუჯის ხეობაში მეწყერთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დურუჯის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს.

Read More
ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მდინარე დურუჯის სათავეში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. 

Read More