ახალი ამბები

კახეთში 20 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი იქნება

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 20 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის საათებში, იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ელჭექის დროს ქარი გაძლიერდება და შესაძლოა, წამში 20 მეტრი შეადგენოს. აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ დღისით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსი,19 ივნისს-30-35 გრადუსი, 20 კი ივნისს-31-36 გრადუსი.