თელავიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
თელავის მედია კაფეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელებმა, რიგითმა მოქალაქეებმა პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, არამალფუჭებადი პროდუქტები დილიდან შეაგროვეს და შემდეგ მიიტანეს თელავის სამუსიკო სასწავლებელში, საიდანაც სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, რვავე მინიციპალიტეტიდან შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 5 მიკროავტობუსი გაემგზავრა დედაქალაქისკენ.
ტვირთთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდში, რეგიონიდან 12 000 ლარი ჩაირიცხა.