გარემოს დაცვის სამინისტრო – დურუჯის ხეობაში მეწყერთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქბამია, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე დურუჯის მარცხენა ნაპირზე ადგილი ჰქონდა მეწყრულ პროცესებს, თუმცა მდინარის გადაკეტვა არ დაფიქსირებულა.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ვერმტფრენით შევიდა ხეობაში და ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.