ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია მზექალიშვილის განცხადებით, გატრემოს დაცვის სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს ადგილზე არსებული ვითარება და ახლა ინფორმაციას აჯამებენ. საგანგებო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზექალაშვილი მოგვიანებით გააჟღერებს.
კახეთში, მდინარე დურუჯის სათავეში, მეწყერი 2 საათის წინ ჩამოწვა. არსებობს საფრთხე, რომ მიწის მასამ ჩახერგოს მდინარის კალაპოტი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.