ირაკლი ღარიბაშვილი- ყვარელში მეწყერული აქტივობა გეოლოგებმა შეისწავლეს
პრემიერის თქმით, ყვარელში ჩამოწოლილ მეწყერს, მდინარის გადაკეტვა არ მოუხდენია.
„გეოლოგების ჯგუფი შვეულმფრენით შევიდა დურუჯის ხეობაში, რადგან დღეს ინფორმაცია მივიღეთ იქ არსებული სავარაუდო საფრთხის თაობაზე. უკვე შევისწავლეთ ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარის მეწყრული პროცესი და გეოლოგების თქმით, აღნიშნულ მეწყერს მდინარის გადაკეტვა არ მოუხდენია. ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, მდინარე დურუჯის სათავესთან მეწყერი დღის მეორე ნახევარში ჩამოწვა. მეწყერის სათავე ყვარლიდან დაახლოებით 9 საათის სავალზე მდებარეობს.