ახალი ამბები

სტიქიის დროს გარდაცვლილი ნატო ინაშვილი ყვარელში გადაასვენეს

 მას ოჯახთან კონტაქტი სტიქიამდე ნახევარი საათით ადრე ჰქონდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა. მაშველებმა ცხედარი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ 42 წლის ქალბატონი, შექმნილი მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა ოჯახიდან შორს, თბილისში სამუშაოდ წასულიყო:
,,სტიქიამდე ნახევარი საათით ადრე მეუღლეს ესაუბრა ტელეფონით, ორი დღის შემდეგ სოფელში ჩამოსვლას, ბავშვისთვის დაბადების დღის გადახდას აპირებდა”,– აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ზურაბ არსენიშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ზურაბ არსენიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ოჯახი ფულად კომპენსაციას მიიღეებს. 
,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ყველა დაზარალებულ ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, კახეთის გუბერნია შეეცდება, ნინაშვილების ოჯახს მატერიალურად გვერდში დაუდგეს,”– განაცხადა ზურაბ არსენიშვილმა.