ახალი ამბები

ახალი ამბები

აფენში მოხუცებულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში მოხუცებულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება. პროექტის, ,,მოხუცებულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მოწყობა”, ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია. 

Read More
ახალი ამბები

გურჯაანის დღის ცენტრის ბენფიციარები ,,ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში” მონაწილეობენ

გურჯაანის შშმ პირთა დღის ცენტრის „Life Line“-ის ბენეფიციარები ტურნირში „ქალთა ინტეგრირებული ტურნირი „თანადგომა 2015 “ -ში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი 21 ივლისს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება. სპორტული ღონისძიება თბილისში გაიმართება.

Read More
ახალი ამბები

ქალაქ გურჯაანს ენერგომომარაგება შეეზღუდება

21 ივლისს ქალაქ გურჯაანს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, დენის გათიშვის მიზეზი სს,,საქართელოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ქ/ს ,,გურჯაანი-220″-ში პროფილაქტიკური სამუშაობია. 

Read More
ახალი ამბები

თელავში თვის ბოლოს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩატარდება

27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

Read More
ახალი ამბები

თელავის თემში ბიბლიოთეკებს კომპიუტერები გადაეცათ

კახეთის რეგიონში დაიწყო საპილოტე პროექტი სახელწოდებით „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას”. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა. 

Read More
ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „MOLI კახეთისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

Read More
ახალი ამბები

ახმეტის გამგეობაში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონწაილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 24 ივლისამდე შეუძლიათ.

Read More
ახალი ამბები

დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლებაში გამოცდას პირველად ჩააბარებენ

დღეს სამოქალაქო განათლებაში აბიტურიენტები გამოცდას პირველად ჩააბარებენ. ცხრამეტივე საგამოცდო ცენტრში გამოცდა დილის 9:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდებს ტესტის შესასრულებლად სამი საათი აქვთ. 

Read More
ახალი ამბები

თელავში საპატრულო ეკიპაჟი 14 წლის ბავშვს დაეჯახა

თელავში საპატრულო ეკიპაჟი 14 წლის მოზარდს შეეჯახა. თვვითმხილველების განცხადებით, დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე გადავარდა.

Read More
ახალი ამბები

წყლის მრიცხველების თანხას მოსახლეობა აღარ გადაიხდის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყლის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების წესი შეიცვალა. 

Read More