ახმეტის გამგეობაში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტები კასრისწყალის, ჯოყოლოსა და დუისის ადმინისტრაციულ ერთეულებში და გამგებლის წარმომადგენელები დუისის, თუშეთისა და ახმეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350 ლარიდან 970 ლარამდე მერყეობს. ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 350 ლარია; გამგებლის წარმომადგენლის კი – 970 ლარი.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ ჩვევებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად მინიმალური კომპეტენციის 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ. იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ.