ახალი ამბები

დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლებაში გამოცდას პირველად ჩააბარებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. აბიტურიენტებს წელს 8 არჩევითი საგნის ჩაბარება შეეძლოთ. არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება წელს პირველად დაემატა.