ახალი ამბები

თელავში საპატრულო ეკიპაჟი 14 წლის ბავშვს დაეჯახა

მათი თქმით, შემთხვევა აღმაშენებლისა და ლესელიძის ქუჩების კვეთაზე მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი გზის გადაკვეთას ცდილობდა. 
დაზარალებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა ,,რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.