დედოფლისწყაროში მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
„MOLI კახეთის“ საქმიანობა მესაქონლეობის დარგის განვითარების ხელშწყობაა. პროექტის მიზანია, გამოიკვეთოს მეცხოველეობაში არსებული პრობლემები, რომელთა მოგვარების გზებსაც პროექტის მონაწილე ადგილობრივი ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებს შესთავაზებენ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.