თელავის თემში ბიბლიოთეკებს კომპიუტერები გადაეცათ
პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა და საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ფონდის მხარდაჭერით.
ამ ეტაპზე საბიბლიოთეკო ასოციაციამ კომპიუტერები და პრინტერები თელავის მუნიციპალიტეტის 15 სოფლის ქვემო-ხოდაშენის, ნაფარეულის, ლალისყურის, კურდღელაურის, კონდოლის, კისისხევის, აკურის, გულგულას, ფშაველის, წინანდლის, ბუშეტის, რუისპირის, ართანის, ვარდისუბნის და იყალთოს ბიბლიოთეკებს უკვე გადასცა.
საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკები კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება.