თელავში თვის ბოლოს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩატარდება
თელავში, გამოკვლევები თვის ბოლოსთვის იგეგმება. მინისტრის განცხადებით, აგვისტოს შუა რიცხვებში ასევე დასრულდება კვლევა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა რაოდენობის დაზუსტებას ისახავს მიზნად. სამინისტროს ინფორმაციით, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ღია ლაბორატორიები მოეწყეობა. მოსახლეობის სკრინინგი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით ჩატარდება და მისი შედეგები სპეციალურ მონაცემთა ბაზებში აღირიცხება.