აფენში მოხუცებულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება
მოხუცებულთა რეაბილიტაციის ცენტრი 40 ბენეფიციარზეა გათვლილი.
პროექტის მიზანია აფენის თემში სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით და ახალგაზრდა მოხალისეთა ჩართულობით მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისათვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მოწყობა.
მოხუცებულთა ცენტრისთვის სათანადო სივრცის მოწყობის შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს მოხუცებულთა ყოველდღიური სადილით თანადაფინანსებას.