გურჯაანის დღის ცენტრის ბენფიციარები ,,ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში” მონაწილეობენ
შეჯიბრი ოთხ სახეობაში – ბილიარდში, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში, მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში გაიმართება. დღის ცენტრის ბენეფიციარები ჭადრაკის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის „მომავლის“ ორგანიზებით ტარდება. მისი მიზანი სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ქალთა და შშმ პირთა სტიმულირება და აქტივობის ამაღლებაა. დღის ცენტრის ბენეფიციართა გუნდი ტურნირზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ხვალ გაემგზავრება.