სტატიები

სტატიები

თხილის ექსპორტმა ღვინოს პირველად გაუსწრო

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ საქართველოს მეწარმეებისათვის პირველი შედეგები სახეზეა. მთავრობა მეთხილეებისათვის დღგ-ს გადასახადის მოხსნას გეგმავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შარშან თხილის ექსპორტმა პირველად გაუსწრო ღვინოს და უმთავრესი საექსპორტო აგროპროდუქტი გახდა, ხოლო აგრო-ექსპორტი პირველად ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-იანი წილით მესამე ადგილზე გავიდა. 

Read More
სტატიები

უკანონო ნაგავსაყრელები, როგორც დამოკლეს მახვილი (R)

კახეთის სოფლებში მდებარე უკა­ნონო ნაგავსაყრელები, დაბინძურე­ბული ზედაპირული წყლები, სათავე ნაგებობებთან ახლოს მდებარე სა­საფლაოები და ქალაქის კანალიზაციე­ბი კახეთის სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას სხადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხეს ქმნის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, გარე­მოს დაბინძურების რისკებს აძლიე­რებს და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ შედეგებს იწვევს. 

Read More
სტატიები

გურჯაანი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ზუსტად ერთი წლის წინ განხორციელდა. რეფორმის მიზანი თვითმმართველობის საქმიანობის დეცენტრალიზაცია იყო. გამგეობებსა და საკრებულოებში აცხადებენ, რომ ძველ კოდექსში ბუნდოვანი იყო გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხი, 2014 წლის ცვლილებების შემდეგ კი, შეიქმნა თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობის ქმედითი მოდელი. ოპოზიცია თვითმმართველ ერთეულებში ისევ ცენტრალური ხელისუფლების გავლენაზე საუბრობს. 

Read More
სტატიები

რამდენად ეფექტურია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” დაამტკიცა, რომელმაც გარკვეული ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის არსებულ სისტემაში. 

Read More
სტატიები

თელავში ტელეკომპანია ,,თანამგზავრი”“ მაუწყებლობას 17 ივნისიდან განაგრძობს

საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე­ბულების ფარგლებში 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერ­თად განხორციელებული ცვლილე­ბები ნაწილობრივ მოქალაქეებსაც შეეხებათ. იმისთვის, რომ ტელევი­ზორმა ციფრული სიგნალი დაიჭი­როს, მოსახლეობას დამატებითი სპეციალური მოწყობილობის ყი­დვა, ან ტელევიზორის გამოცვლა დასჭირდება. ახალი ტიპის მაუწყებლობაზე გა­დასვლის შემდეგ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაუწყებლობას იღებენ ღია ეთერით, ე.წ. “სახლის ანტე­ნებით“ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტე­ლევიზორები ან ე.წ. სეთ-თოფ ბო­ქსები, რომლებიც მაღაზიებში უკვე იყიდება და აქვს განმასხვავებელი ჰოლოგრამული ნიშანი-სტიკერი, რაც მომხმარებელს გაუადვილებს მათ ამოცნობას.

Read More
სტატიები

ჟან ჟაკი – გაკახელებული ფრანგი ფერმერი

ის კახეთში, ახმეტის მუნიცი­პალიტეტის სოფელ არგოხში ცხოვრობს და მისი სახელი პატარა ბავშვმაც კი იცის. სანამ კახეთში ჩამოვიდოდა, სხვადასხვა დროს სწავლობ­და შტუდგარდში, ბერლინსა და სტრასბურგში. 

Read More
სტატიები

რა ფუნქცია აქვს და როგორ მუშაობს კახეთის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო

თვითმმართველობის ახალი კოდექსის ფარგლებში, 2014 წლის ბოლოს კახეთის რეგიონში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს. 

Read More
სტატიები

მაწანწარას ხევი – თელავის ანტისანიტარიის ბუდე

ქალაქ თელავის რამდენიმე ქუჩაზე გამავალი ე.წ. მაწანწარის ხევი, რომელიც სათავეს ბატონის წყლიდან იღებს, ნაგავსაყრელად არის ქცეული. მო­სახლეობა ამბობს, რომ ანტისანტარიის გამო ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სხვადასხვა დაავადების გავრცელების რეალური საშიშროება.

Read More
სტატიები

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)

ჩვენს უმრავლესობას სატელევიზიო რეკლამებიდან სმენია, რომ 17 ივნისს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და ანალოგური მიწისზედა სატე­ლევიზიო სიგნალი ქვეყანაში სრულად გაითიშება. 

Read More
სტატიები

ნუკრიანის N1 საჯარო სკოლა გარემოს დაცვის პროქეტს განახორციელებს

ნუკრიანის N1 საჯარო სკოლა განახორციელებს გარემოს დაცვის პროქეტს „მაღალი ეკოლოგიური განათლება და სუფთა სოფელი ნუკრიანელებს!“. პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 450$. 

Read More