სტატიები

,,ჰერეთმა”“ ,,თბილისი”“ შექმნა

,,ჰერეთი” საქართველოს პირ­ველი რეგიონული მაუწყებელია, რომელმაც თავისი არეალი გა­აფართოვა და მაუწყებლობას დედაქალაქიდან იწყებს. მედიაკომპანია ,,კახეთის ხმა” ულოცავს პარტნიორ რადიოკომ­პანია ,,ჰერეთს” ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მსმენელის სიმრა­ვლეს უსურვებს. 

-რამაზ, პირველ ყოვლისა გი­ლოცავთ. რას სთავაზობს რადიო ,,თბილისი“ თავის მსმენელს?
-,,თბილისის“ მაუწყებლობა ამჟამად ვრცლდება სრულიად თბილისში და მის შემოგარენ­ში: რუსთავში, მცხეთასა და კახეთში. ვიმუშავებთ როგორც დედაქალაქისთვის, ასევე, რე­გიონებისთვის ჩვენს პარტნიორ რადიოსადგურებთან ერთად, გვექნება პირდაპირი ჩართვები მოვლენების შუაგულიდან, ერ­თობლივი პროდუქტები, გადაცე­მები, ანალიტიკური პროგრამები, ერთობლივი სარეკლამო სივრცე და სხვა. ამჟამად ეთერში გვაქვს ყველა თაობის გემოვნებიანი მუ­სიკა და პოპულარული სიმღერე­ბი. ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით სარესტორნო ქართულ მუსიკაზე და რუსულ სიმღერებზე, ასეთი ტიპის მუსიკა ამ რადიოსად­გურში ვერ მოხვდება. ამჟამად რადიოსადგურში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, ორგა­ნიზაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან აპარატურას ელო­დება, რის შემდეგაც საინფორ­მაციო ბადე სრულად დაიტვირ­თება. ჩვენ გვაქვს კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია, რაც გულისხმობს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკუ­რი თოკშოუების მომზადებას. გვინდა, გავაკეთოთ ისეთი ტი­პის რადიოსადგური, რომელიც სრულყოფილად შეასრულებს რადიოს ფუნქციას და არ იქნება დაშტამპული, რომელიც შემოი­ფარგლება მხოლოდ ახალი ამბე­ბით და ერთი ჟანრის მუსიკით. ეს იქნება ცოცხალი ინტერაქტიული რადიო, რომელიც განსხვავებულ პროდუქტს იმ 32 რადიოსაგან შესთავაზებს, რომელიც მაუწყე­ბლობს თბილისში. ვეცდებით, ძალიან მალე რადიო თბილისმა დაიმკვდიროს სახელი ბაზარზე.

-ჩვენთვის ცნობილია, რომ რადიო იწყებს გრანდიოზულ აქ­ციას. გთხოვთ, ჩვენს მკითხველს დეტალურად აუხსნათ რაში მდ­გომარეობს აქციის არსი;
-რადიო ,,თბილისი“ მაუწყებ­ლობას უპრეცედენტო აქციით იწყებს სახელწოდებით ,,მოძებნე თბილისი”. აქციის ფარგლებში გათამაშდება გრანდიოზული პრიზები. აღნიშნული სარეკლამო კამპანია კახეთშიც გავრცელდება, რადგან სამაუწყებლო კომპანია ფლობს ორ რადიოსადგურს ჰე­რეთსა და თბილისში.
ფეისბუქის მომხმარებლები და რადიომსმენელები იღებენ ფოტოებს, სადაც ჩანს რადიო თბილისის სიხშირე FM 93.5 (მა­გალითად, ჩართული რადიომი­მღები) ან მათი ინტერპრეტაციი­თა და ფანტაზიით გამოსახული, თუნდაც მეგობრებთან ერთად გადაღებული. არა აქვს მნიშვნე­ლობა ფოტოს, მთავარია, იყოს ორიგინალური და იკითხებოდეს FM93.5. ფოტოს მომხმარებე­ლი აგზავნის რადიო თბილისის ,,ფეისბუკის” გვერდზე. 3 ფოტოს ავტორი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელდება (გაზიარ­დება) და მოწონებას დაიმსახუ­რებს მიიღებს პრიზებს. პირველი ადგილის მფლობელი კომპანია ,,გუდთრეველისგან” მიიღებს 6-დღიან საგზურს კაბადოკიაში. მეორე ადგილზე გასული კომპანია ,,ჯეობითისგან” მიიღებს ,,სამ­სუნგ გალაქსს”. მესამე ადგილის მფლობელს კი, ტორტების მა­ღაზიათა ქსელ ,,აზატოსგან” სასა­ჩუქრე ბონუსბარათი გადაეცემა.

-როგორ ფიქრობთ, რა არის რადიო ,,თბილისის”“ წარმატების გასაღები?
-ვიწყებთ აქტიურად მუშაობას და ვეცდებით, რომ ის 17-წლია­ნი გამოცდილება, რაც გვაქვს რადიობაზარზე, ავსახოთ ახალ რადიოსადგურზეც. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ რადიო თბილისი გახდეს ერთ-ერთი ლი­დერი ქართულ რადიოსამაუწყე­ბლო სივრცეში. ჩვენ გვინდა რომ დავაბრუნოთ რადიოკულტურა, ადამიანებმა რადიო დაიწყონ თბილისით და ამას აუცილებლად მოვახერხებთ.
რადიო ,,თბილისის”“ მოძებნა საძიებო სისტემაში 93.5 სიხში­რეზე უკვე შესაძლებელია.