ლევან დავითაშვილი აგრარული ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა.
Read More