1. კითხვა: როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ სასოფლო–სამეურნეო მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები ?
პასუხი: კანონმდებლობით დადგენილი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით, მიმართავს ამზომველს, მასთან აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას, რის შემდეგ მზადდება მიწაზე შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
შემდეგ ეტაპზე მიწის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, სსიპ საჯარო რეესტრს წარუდგენს:
ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს;
დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.
Read More