სტატიები

არჩევნები, როგორც ქალთა შუზღუდული უფლება

ეთნიკური უმცირესობებით და­სახლებულ აზერბაიჯანულ თემში ქალის არჩევნებში დამოუკიდე­ბლად მონაწილეობის საკითხი თი­თქმის არ განიხილება. აქ მცხოვრები ქალები ინფორმაციას საარჩევნო უფლების შესახებ თითქმის არ ფლობენ, გამონაკლისია ის მცირე პროცენტი, რომელიც საჯარო სკო­ლაშია და საქმებული. იორმუღან­ლოს თემის სოფლებში მცხოვრები ქალები ნაკლებად აცნობიერებენ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნე­ლობას. როგორც აქ მცხორებლები ამბობენ, ქალების უმეტესობა შვი­ლების მოვლით, სოჯახო საქმითა და მესაქონლეობით არიან დაკავე­ბული. მათი უმრავლესობა გარეთ, მინდორში ფიზიკურად შრომობს. სოფელ იორმუღანლოში მცხო­ვრები სადაფ ნოვიზოვი ,,კახეთის ხმასთან““ ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნებზე არასდროს ყოფი­ლა, ამბობს, რომ ხმის მიცემის გა­დაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. მისივე განცხადებით, ოჯახიდან არჩევნებზე მხოლოდ მეუღლე დადის.

,,არჩევნებზე არას­დროს ვყოფილვარ, არ დავდივარ რადგან ბევრი საქმე მაქვს, მაღაზია გვაქვს, აქაც გამოვივდივარ ხოლმე და სახლის საქმეებსაც მოსწრება უნდა. შვილებს მიხედვა და ქმარს. არც მაქვს სურვილი, რომ არჩევნებზე წავიდე, არვიცი რა არჩევნები მოდის წელს“,– აცხადებს ნოვიზოვი.

საქართველოს აზერბაიჯანული თემის კვლევის მიხედვით, არჩევნებში აზერბაიჯა­ნელთა თემის ქალთა მონაწილეობა განსაკუთრებით დაბალია. ქართუ­ლი ენა საკომუნიკაციო დონეზეც კი არ იცის ეთნიკური უმცირესობის ამომრჩეველთა 41,8%–მა. დაახლო­ვებით 22%–ს ესმის, მაგრამ სახელ­მწიფო ენაზე კითხვისა და წერის უნარები არ აქვს. ქალების 54%–მა კი ქართული ენა საერთოდ არ იცის. აითაჩ სადიკოვს სურვილი აქვს არ­ჩევნებში მონაწილეობის მიღებისა, თუმცა არ იცის საკუთარი საარ­ჩევნო უფლებების შესახებ. იცის, რომ არჩევნები ტარდება, თუმცა თარიღი და კანდიდატების ვინაობა მისთვის უცნობია. მან არც ის იცის რა ტიპის არჩევნები მოდის.

,,ჩვენი სოფლების ქალები რომ მიდიან არჩევნებზე ვინ იცის ხმა ვის უნდა მისცეს? ვისაც სახლში ქმარი ეტყვის, იმას მისცემს ხმას. ის ქალები, ვისაც ქმრები და ძმები არ ყავთ, თვითონ წყვეტენ ვინ მისცენ ხმა. მე პალკატე­ბზე რომ არის ნომრები ისე ვიმახს­ოვრებ ვინ არიან. აქ რომ მოდიან ჩვენ გარეთ არ გავდივართ და თანაც ჩვენი ენა არ იციან რა უნდა გავიგოთ, ქართული კიდევ რამდნეიმე სიტყვა ვიცით. კაცებმა იციან ქართული და უსმენენ ხოლმე, მაგრამ სახლში ამაზე არ ვლაპარაკობთ“,–განაცხადა სადიკოვმა.

ქალბატონების არჩევნე­ბში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან მამაკაცები. ლამბალოელი ალხან გულიევი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მისმა მეუღლემ ქართული წერა–კითხვა და საუბა­რი არ იცის, ამიტომ ის არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ამ სიტუაციაში იმყოფება თემის სოფლებში მცხოვრები ქალე­ბის უდიდესი ნაწილი.

,,ჩვენი ქალები არ დადიან არჩევნებზე, ენა არ იციან, ვერც წერენ და ვერც კითხულობენ. სახლში ჩვენ ვუხსნით ხოლმე ვინ უნდა შემოხაზონ თ წავლენ არჩევნე­ბზე. თანაც სულ მინდორში არიან, პირუტყვს მწყემსავენ, თ არადა სახლში შვილებს უვლიან, რეცხავენ და ალაგებენ. გზაზე არ გამოდიან, სულ საქმე აქვთ, დასვენების დრო არ აქვთ.”

ქალების განსაკუთრებულად დაბალ აქტივობას ტრადიციებს უკავშირებს ილხან მირზოევი. ის ამბობს, რომ მამაკაცები ქალებს არჩევნებზე კი არა ქუჩაშიც არ უშვებენ. ქალები გარეთ შეიძლება მხოლოდ სახლში წყლის შესატანად გავიდნენ.

,,არჩევნებზე ქალების მცი­რე ნაწილი მიდის. ესეთი წესი გვაქვს, შინაური ქალები გარეთ არ გადიან. ვინც განათლებულია, ის იღებს მო­ნაწილეობას არჩევნებში’’, – ამბობს მირზოევი.

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი მაია გრძელიშვილი საარჩევნო კულტუ­რის განვითარებას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ხედავს. იგი, არჩევნებზე ქალთა დაბალი აქტივობაზე საუბრობს და განმარ­ტავს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია ცალკეული რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. იგი, ფაქტს ერთი მხრივ ოჯახების მხრიდან არჩევანის შეზღუდვით, ხოლო მეორე მხრივ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარ­მომადგენელი ქალების შემთხვევაში ამას ენობრივი ბარიერებისა და კულტურული თავისებურებებით ხსნის.

,,იკვეთება რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ქალების მოუ­ცლელობა, სამეურნეო და საოჯახო საქმიანობებით გამო, ასევე ოჯახის მხრიდან მისი არჩევანის შეზღუდ­ვა“.

„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ჩატარე­ბული კვლევის თანახმად ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულე­ბები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღ­ზრდა და საშინაო საქმეების კეთება. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) მიიჩნევს, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. ექსპერტები საარ­ჩევნო პროცესებში ქალთა აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვან ფა­ქტორად მიიჩნევენ. ინფორმირე­ბის გაზრდის მთავარ მექანიზმად კი, საარჩევნო გზავნილებისა და პროგრამების მათთვის გასაგებ ენაზე მიწვდას მიიჩნევენ.

„მნიშვნე­ლოვანია, რომ ქალებმა საკუთარი არჩევანი გამოხატონ. ამისთვის კი კანდიდატების პროგრამები უნდა გააანალიზოს და გაიაზროს, რაც არ ხდება ხოლმე. მათ სჭირდებათ ცნო­ბიერების ამაღლება, თუმცა ბოლო ხუთი–ექვსი წელია, რაც შედარებით გააქტიურდნენ. კარგი იქნება, რომ ეთნიკურ უმცირესობებს კანდი­დატებმა საარჩევნო პროგრამები გააცნონ მშობლიურ ენაზე. ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები ზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზა­დებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს ქმარს. განსაკუთრებით ეთნიკურ უმ­ცირესობებში. გენდერული ბალანსი რომ არ დაირღვას, უნდა ჩატარდეს მეტი პრევენციული ღონისძიებე­ბი როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, – აცხადებს ასოციაცია „ვეჯინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილი. ექსპერტები ქა­ლების პასიურობას არჩევნების დღისით საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციის დეფიციტით ხსნიან.