სტატიები

გააზრებულ გადაწყვეტილებას ინფორმირებული ამომრჩეველი მიიღებს

როგორც დემოკრატიული სახელ­მწიფოების წესია გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება წარდგენილი პარლამენტში, იღებს ხალხი, რომელიც სხვა არაფერია, თუარა ცალკეული ინდივიდებისგან შემდგარი სოციუმი. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ხშირად ერთი ხმა გადამწყვე­ტია. როგორც გასული წლების არ­ჩევნებისთვის, ისე წელს არსებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩნდება უამრავი კითხვა და იკვეთება სუბიექტუ­რი განწყობები, თუმცა არჩევნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, თუ რამდენად ინფორმირებულია ის ხალხი, ვინც პოტენციურ ამომრჩე­ველს წარმოადგენს და ვის არჩევანზეც საბოლოოდ საქართველოს მომავალია დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით საინტერესოა გადავხედოთ რიგითი ამომრჩევლების მოსაზრებას და ცოდნას მოქალაქის უფლებებთან დაკავშირებით არჩევნების დღეს. ხშირად ამომრჩეველი აცხადებს, რომ ხმას ყოველთვის უპრო­ბლემოდ აძლევს შესაბამის უბანზე და საკუთარ უფლება-მოვალეობებშიც ერკვევა.

„თავს ვალდებულად ვთვლი მი­ვიდე არჩევნებზე და მივცე ხმა იმ პარტიას და კანდიდატს, ვისაც ვენდობი და ვის ხედვებსაც ვიზიარებ. საარჩევნო უბანზე არასდროს დარღვეულა ჩემი უფლებები.”– განაცხადა ლია მათიაშვილმა ზოგიერთი თვლის, რომ არჩევნების დროს ერთი ხმა გადამწყვეტია და ამიტომ აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს პასუ­ხისმგებლობა და გაიაზროს არჩევნების მნიშვნელობა.

,,არჩევნებში ყოველთვის ვინინოღებ მონაწილეობას და ვთვლი,რომ ყვე­ლა მოქალაქის ვალია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა რადგან ერთი ადამიანის ხმაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. საარჩევნო უბანზე თავისუფლად მივდივარ და დამოუკიდებელ, გააზრებულ არჩევანს ვაკეთებ.”-განაცხადა ანა თოდაშვილი.

ზოგი კი თვლის,რომ რაც უფრო მეტად იქნება ამომრჩეველი ინფორმირებული საკუთარი უფლებამოსილებების შესახებ, მით უფრო მშვიდ და სამართლიან გა­რემოში ჩატარდება არჩევნები და შესა­ბამისად საარჩევნო პროცესიც უფრო გამჭვირვალე იქნება.

„უფლება მაქვს თავისუფლად დავაფიქსირო არჩევანი, და, იმ შემთხვევაში, თუ შემიზღუდავენ ამ უფლებას, მივმართავ შესაბამის პირს, ან არასამთავრობო სექტორს სათანადო რეაგირებისთვის . ვფიქრობ ამომრჩევლე­ბის 90%-მა მაინც, რომ იცოდეს როგორ უნდა მოიქცეს არჩევნებზე. საარჩევნო დარღვევები მინიმუმამდე შემცირდება ამომრჩევლის მხრიდან. არ შეიძლება უბან­ზე მისული ამომრჩეველი გამოცხადდეს პარტიიული მაისურით ან ატარებდეს აგი­ტაციას უბანზე, მნიშვნელოვამი დეტალია ისიც, რომ გააკეთოს ფარული არჩევანი და ასევე არ გამოცხადდეს უბანზე რამ­დენიმეჯერ, აგრეთვე არ განაცხადოს უარი რეგისტრაციაზე და სხვა სავალდებულო პროცედურებზე.”-განაცხადა ელენე ნა­დირაძემ.

კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდა ამომრჩევლის ინფორმირებუ­ლობის დონე წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ჩატარებულა. რო­გორც საიას იურისტმა მარეხ მგალო­ბლიშვილმა განაცხადა, მსგავსი საკითხი არ არის გამოკვლეული და, შესაბამისად, აღნიშნულ თემაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეუძლია.

იმავე საკითხზე საერთაშორისო გა­მჭვირვალობა საქართველოს პიარის სპეციალისტის ნანა ლობჟანიძის თქმით, ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის განსაზღვრის მიმართულებით შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა და, ამდენად, საერთო შეფასების გაკეთება შეუძლებელია. ზოგად შეფასებებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენ­ლები აკეთებენ,რომელთა მოსაზრებებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. როგორც ირაკლი სესიაშვილის შტაბის უფროსმა თელავში “ქართული ოცნები­დან” გივი მეტრეველმა განაცხადა ამომრ­ჩევლის ინფორმირებულობის დონე მკვეთრად განსხვავდება გასული წლის არჩევნებთან შედარებით, რაც მოქალა­ქეების ადექვატური მოთხოვნების სახით ვლინდება.

„ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვხვდებით მოსახლეობას და თამამად შე­მიძლია იმის თქმა, რომ მათ გაცილებით გააზრებული და სწორი მოთხოვნები აქვთ ახლა, ვიდრე გასულ წლებში. ისეთ საკითხებზე საუბრობენ, როგორიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამიტომ ვფიქრობ რომ, დროთა განმავლობაში ზოგადად საქართველოს თუ რეგიონის მასშტაბით ამომრჩეველი უფრო მეტად შეძლებს გააქტიურებას და სააერჩევნო პროცესებში ჩართვას.”-განაცხადა თე­ლავში გივი მეტრეველმა.

ნაციონალური მოძრაობის თელავი–ყვარლის მაორიტა­რობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით კი, ყოველთვის არსებობდა პასიური და აქტიური ამომრჩეველი და ვისაც ინტერესი აქვს ერკვევა საარჩევნო საკითხებში და მონაწილეობასაც აქტიუ­რად იღებს.

“არც ხელისუფლებას და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიიას რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მოუხდენია ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. უბრალოდ მეთოდებით სარგებლობენ, რაც ისეთ ადამიანთა ჯგუფზე მუშაობას გულისხმობს, რომელთა მხარდაჭერის იმე­დიც აქვს ქართულ ოცნებას. “-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.