ახალი ამბები

ქორწინების ოქროს ბეჭედი 47%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი ოქრო

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 198 დოლარია, რაც დღის ჭრილში 0.36%-იანი კლებაა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთ თვეში 5.7%-ით არის გაზრდილი, წლიურად კი ოქროს ღირებულება 60%-იან გაძვირებას აჩვენებს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ადგილობრივად ოქრო ერთ დღეში დაახლოებით 4 ლარით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი ბირჟებზე დღეს 379 ლარია, გუშინ კი ამავე სინჯის ოქრო ბირჟებზე დაახლოებით 375 ლარის ფარგლებში იყო.

ამავე დროს, გაძვირებულია ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში ფასები წლიურად 47%-ით გაიზარდა, ხოლო თვის ჭრილში ფასები 4%-იან მატებას აჩვენებს.