რეგიონული განვითარების სამინისტროში თელავის სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში თელავის სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა თელავის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ერთიანი ხედვის შესაბამისად განვითარებას.
კახაბერ გულედანის თქმით, შესაბამისი გეგმების შედგენის პროცესში მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტთან ერთად მოსახლეობის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და შესაბამისი უწყებების ჩართულობა, მათი მხრიდან არსებული საჭიროებების სწორად განსაზღვრა, პრობლემების იდენტიფიცირება და პოტენციალის სწორად განსაზღვრა.

