სტატიები

რას ითვალისწინებს თელავის დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები

პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშ­ვილმა ცესკოში რეგისტრაცია 8 სექტემბერს გაიარა. სესიაშვილი ამბობს, რომ ზუსტად იცის რა მიმართულებით უნდა იმუშავოს პარლამენტში. მმართველი გუნ­დის კანდუდატის პრიორიტეტე­ბის ნუსხაში ერთ–ერთ მთავარ ადგილს თელავის ისტორიულ და კულტურულ ქალაქად გაგ­დაქცევა იკავებს.

“მინდა, თელავი გახდეს კერა, ადგილი, სადაც საერ­თაშორისო დონის ფესტივალები ჩატარდება და მოვიზიდავთ უფრო მეტ ტურისტს და ინვესტორს, გავხსნით საწარმოებს, სადაც ად­გილობრივი მოსახლეობა დასა­ქმდება. ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა იმის საფუძველი, რომ ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ, ეკონომიკურად მოვძლიერდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის კეთილ­დღეობა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს მიზნად დასახული. ჩემი როგორც მაჟორიტარობის კან­დიდატის სურვილია, გაკეთდეს გასართობი და დასასვენებელი პარკები, სადაც მოეწყობა ღია თეატრები, სკეიდბორდისა და ველო მოედნები, რაც ხელს შეუ­წყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მე მინდა არამარტო თელაველე­ბისა და ყვარლელების ხმა ვიყო პარლამენტში, არამედ მათთან ერთად ვიზრუნო ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

გამარჯვების შემთხვევაში ქა­ლაქ თელავის რეაბილიტაციის განახლების პირობას აძლე­ვს ამომრჩეველს „ერთიანი ნა­ციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გიორგი ბოტკოველი მიუთითებს, რომ სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი 2012 წლამდე განხორციელ­და, როდესაც ქალაქის ცენტრს ჩაუტარდა რეაპილიტაცია და ეს პროცესი აუცილებლად გა­გრძელდება.

“ჩემი გამარჟვების შემთხვევაში განხორციელდება ქალაქის საკანალიზაციო და გა­მწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტი, დასრულდება ქალაქის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ხელს შუწყობს მუდმივ წყალმომარაგებას ხარისხიანი წყლით. მოწესრიგდება დაზია­ნებული და მოეწყობა ახალი სანიაღვრე არხები. მოვაწესრი­გებთ გარე განათების სისტემებს, მოვაწყობთ თელავის ხევზე და ალაზნის სარწყავ არხზე გადა­სასვლელ საცალფეხო ხიდებს, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა თელავის გივი ჩოხე­ლის სახელობის საფეხბურთო სტადიონი, ტრიბუნები და ინ­ფრასტრუქტურა, სპორტულ დარბაზებში გათბობის და გაგრი­ლების სისტემებს დავამონტაჟე­ბთ, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა ხელოვნურსაფარია­ნი მინი–ფეხბურთის მოედანი, გაგრძელდება 2012 წლამდე დაწყებული “სამხედრო ქალაქის” ტერიტორიაზე არსებული ბინე­ბის დაკანონება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და განხორ­ციელდება სრული გაზიფიცი­რება”, – აღნიშნავს ბოტკოველი.

ეკონომიკური განვითარება, უცხოური ინვესტიციების მო­ზიდვა, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, საგადასახადო ლიბერალიზაცია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმის განვითა­რება, სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა, საპენსიო რეფორმა, – ეს ის საკითხებია, რომლებზეც, საპარლამენტო მანდატის მოპო­ვების შემთხვევაში, ყურადღებას გაამახვილებს პოლიტიკური პარტიის “პაატა ბურჭულა­ძე სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანო გალახვარიძე. 

,,ზოგადად უამრვი პრობლემაა როგორც თელავში, ისე თელავის რაიონის სოფლებში. ჩემი გამარ­ჯვების შემთხევაში ჩვენი პარტიის ღირებულებებიდან გამომდი­ნარე, აუცილებლად ვიზრუნებ აღნიშნული საკითხების მოგვა­რებაზე. ხალხი ძალიან დაიღალა უამრავი დაპირების მოსმენით, რელაურად კი საქმე არ კეთდება. ჩემი უმთავრესი დანიშნულება ადამიანების საკეთილდღედ მი­მართული პროექტების განხორ­ციელება იქნება. არ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ბიუჯეტის არასწორად ხარჯვა, რადგან ბიუჯეტი ადა­მიანების კეთილდღეობას და მეტი ინვესტორის მოზიდვას უნდა მოხმარდეს”, – ამბობს ვანო გალახვარიძე.

არჩევნებ­ში წგამარჯვების შემთხვევაში, “ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჯიყაშვილი თელაველებსა და ყვარლელებს პირობას აძლევს, რომ დაიცავს მათ ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას სო­ფლის მეურნეობის განვითარე­ბაზე ზრუნვასა და ისტორიული ძეგლების გადარჩენას ჰპირდება.

,,თელავის მუნიციპალიტეტს აქვს საგანძური – სოფელი კისისხევი, სადაც არის 100–ზე მეტი ის­ტორული ძეგლი. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ სწორედ ამ ისტორიული ძეგლების მონახუ­ლებას შევთავაზებთ ტურისტებს იმისთვის, რომ განვითარდეს ტურიზმი. გარდა ამისა, ,,ლეი­ბორისტული პარტიის“ მთავარი მიზანი და დაპირება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და გადარჩენაზე ზრუნვაა’’, – განუ­ცხადა აკაკი ჯიყაშვილმა.

საკუთარი საარჩევნო დაპირებე­ბზე საუბრისგან თავს იკავებენ `ეროვნული ფორუმის” მაჟორი­ტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილი და დამოუკიდე­ბელი კანდიდატმა ვასილ კველიშ­ვილი. “რესპუბლიკურ პარტიას” და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას კი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ სა­არჩევნო ოლქში კანდიდატი არ წარუდგენიათ.