კახეთში 50 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
20 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა50ათასი ტონა ყურძენი. აქედან 23,4ათასი ტონა რქაწითელი, 21,8 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 43,2 მლნ-მდე ლარი მიიღეს.
Read More