ახალი ამბები

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

გოგონას ოჯახის ადვოკატი, მარი ზურაბაშვილი აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომის ვადა გაგრძელდა. სხდომა 22 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

,,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ. სავარაუდოდ საქმის სირთულის ან მოცულობის გამო მოითხოვა ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 21 დეკემბერს 13:00 საათზეა ჩანიშნული”,- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 9 ოქტომბერს, თელავში, ალაზნის გამზირზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, 26 წლის მეუღლე სასტიკად, არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ მოკლა. გოგონას 3 შვილი დარჩა. მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელსაც თელავში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა ედება ბრალად, 4 ოქტომბერს, ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, რასაც საბოლოოდ მკვლელობა მოჰყვა.

 

იხილეთ ამავე თემაზე:

ინტერვიუ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის დედასთან

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 22 ნოემბერს გაიმართება

თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა