26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 22 ნოემბერს გაიმართება
თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ჩადენილს ნანობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელსაც თელავში მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა ედება ბრალად, 4 ოქტომბერს, ცოლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის დაკავება უკანონოდ ცნო და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, რასაც საბოლოოდ მკვლელობა მოჰყვა.