ახალი ამბები

დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან” დილიდან ხმაურია

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, კომპანია „ფრონტერასთან” დილიდან ხმაურია.

knews.ge-ს ინფორმაციით, ე.წ. ნავთობშემკრების ტერიტორიაზე „ფრონტერას” უკვე ყოფილი თანამშრომლები იმყოფებიან და საგანგებოდ ტერიტორიიდან გასატანად გამზადებული ცისტერნების ნავთობით დატუმბვას ეწინააღმდეგებიან.

„ადგილზე თბილისიდან დღეს დილიდან სამი ტრაილერი ჩაიყვანეს. თანამშრომლები ამბობენ, რომ მოპოვებული ნავთობის ნაშთის გატანის საშუალებას კომპანიას მანამდე არ მისცემენ, სანამ 11 თვის სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებს. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან ხელფასის მოთხოვნის გამო გათავისუფლებული 84 თანამშრომლის აღდგენაა.

ადგილზე იმყოფებიან და პროტესტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები“,- აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები.