ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მეფე ერეკლე მეორის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის – „საქართველოს მეფეები” გამოშვებას იწყებს.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები” პირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორის მოღვაწეობას მიეძღვნება.

სებ-ის განცხადებით, აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.

„ამ ფორმით მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის.

2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები” პირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორის მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.