სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება
ოთხშაბათს, 1 აპრილს, 11:00 საათზე თელავის გამგეობაში ხოლო 15:00 საათზე ახმეტის გამგეობაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები „ძლიერი ქალები სოფლად“. პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალების როლის გაძლიერება; მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება; მათი გააქტიურება თემსა და რეგიონში.
Read More