კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
ბრაკონიერთა ჯგუფები მდინარეებზე თევზის მოპოვებას კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით, კერძოდ, ელექტროშოკური აპარატებით ახორციელებდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის 100 კილოგრამამდე თევზის კონფისკაცია მოახდინეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს.