ახალი ამბები

სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა ხვალიდან ამოქმედდება

“ხვალიდან დაიწყება სატესტო რეჟიმში ეს პროგრამა, პირველ ეტაპზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-მდე ბენეფიციარს შეეხება. პირველ ეტაპზე მათი გადამოწმება მოხდება. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც ახლა ერთვებიან პროგრამაში და ნაწილი იმ მოქალაქეებისა, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართული პროგრამაში და გარკვეული პრობლემები არსებობდა. მთლიანად ახალი პროგრამის ჩანაცვლება ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, პროგრამა ბავშვზე ორიენტირებული ხდება. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს დამატებითი ბენეფიტები დაემატებათ იმის მიხედვით, თუ რამდენი ბავშვი ჰყავთ ოჯახში.