ახალი ამბები

კახეთში მამამ შვილი დაჭრა

კახეთში მამას თოფიდან ტყვია გაუვარდა და მე-6 კლასელი შვილი დაჭრა. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,გურჯაანი ავრცელებს”.
გავრცელებული ინფორმაციით მამა -შვილი სტუმრად მეზობელთან იმყოფებოდა, როდესაც მოზარდი პნევმატური თოფით მუცლის არეში დაიჭრა. 

იგი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვის საავადმყოფოში შეყვანისას მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობა სტაბილურია. 
,,შემოყვანილია 12 წლის ბიჭი, რომელიც მუცლის არეში იყო დაჭრილი. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მკურნალობას განაგრძობს,”- განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ ლომინაძემ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.