თელავის გამგეობა სოფელ ნაფარეულში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაძვის ჯიშის ხეების მოჭრაზე გამგეობის მხრიდან ნებართვის გაცემა კანონიერად მოხდა მოქალაქე კარლო აივაზაშვილის განცხადების საფუძველზე.
,,აღნიშნული ხეების მოჭრა მოითხოვა მოქალაქე კარლო აივაზაშვილმა, რადგან მის საცხოვრებელ სახლს საფრთხეს უქმნიდა. შემოსული განცხადების თანახმად, გადაწყდა ხეების მოჭრა (შემოს.თარიღი 24.03.2015წ N ა/816), თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის N31 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-13 მუხლის და „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული, გამხმარი, ფაუტი, გადასაბელი და შენობა-ნაგებობისთვის საფრთხის შემცველი ხეების შემსწავლელი კომისიის შესახებ“ 2015 წლის 25 მარტის დასკვნის საფუძველზე,”– აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.